Робота для біженців з України
სისტემური ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სისტემური ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
სსიპ "ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოში" ველოდებით სისტემურ ადმინისტრატორებს.

მოგიყვებით ჩვენს შესახებ

ჩვენი მიზანია:

** ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვა და მართვა;
** ინტეგრირებული სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი უსაფრთხო და ეფექტური მუშაობის და განვითარების უზრუნველყოფა;
** კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების, ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ინფორმაციული სისტემების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** შესაბამისი სახელმწიფო სერვისების მართვის ინტეგრირებული ციფრული სისტემების შემუშავება, დანერგვა, მხარდაჭერა და განვითარება.

სააგენტო ავითარებს და მხარს უჭერს ფართო გამოყენების 100-მდე ციფრულ სისტემას და მოდულს, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე დასაქმების ხელშემწყობ სექტორებში სერვისების უწყვეტობას.

ძირითადი მოთხოვნები:

** სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** Windows და Linux სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Active Directory and Exchange სიღრმისეული ცოდნა;
** DNS, DHCP, FileServer მუშაობის გამოცდილება;
** Web Server-ებთან მუშაობის გამოცდილება (IIS, Tomcat, Nginx, etc.);
** სკრიპტებთან მუშაობის გამოცდილება (Bash, PowerShell);
** ვირტუალიზაციასთან მუშაობის გამოცდილება (VMware, Hyper-V);
** სერვერებთან მუშაობის გამოცდილება;
** მონაცემთა რეზერვირების პრინციპების ცოდნა გამოცდილება;
** ქსელური პროტოკოლებისა და უსაფრთხოების პრინციპების ცოდნა;
** Windows Server-ებთან და სერვისებთან მუშაობის გამოცდილება (AD, IIS);
** სასურველია, ავტომატიზაციის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (Jenkins);
** Monitoring სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Nagios, Zabbix);
** უსაფრთხოების ზომების განხორციელების, დაუცველობის შეფასების, წვდომის კონტროლის მართვისა და შესაბამის რეგულაციებისა და სტანდარტებთან, როგორიცაა GDPR ან HIPAA გამოცდილება;
** სასურველია სერტიფიკატი VMware Certified Professional (VCP).

ძირითადი ფუნქციები:

** Windows და Linux სერვერების ინსტალაცია და ადმინისტრირება;
** VMWare ვირტუალიზაციის პლატფორმის, vCenter-ის ადმინისტრირება და ოპტიმიზაცია;
** Windows AD და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების დანერგვა და ადმინისტრირება;
** Microsoft Exchange ელექტრონული ფოსტის სისტემის დანერგვა და ადმინისტრირება;
** სერვერული პლატფორმის ოპერაციული სისტემების და სისტემური პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების მართვა;
** სერვერული ინფრასტრუქტურის წარმადობის, დატვირთვის და რესურსების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
** ფიზიკური სერვერებისა და მონაცემთა შენახვის სისტემების მართვა და ოპტიმიზაცია;
** ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების და სტანდარტების დაცვა, უსაფრთხოების ტექნიკური საშუალებების და კონტროლების დანერგვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ განვითარებას
** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კოორპორატიულ ფიტპასს.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

კონკურსის ეტაპები:

პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;
მეორე ეტაპი - განაცხადების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან ტექნიკური გასაუბრება.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 25.07.2024

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@ita.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში სსიპ ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო იტოვებს უფლებას, დაამუშაოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე