Робота для біженців з України
IT ბიზნეს ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
სსიპ ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს გუნდში ველოდებით IT ბიზნეს ანალიტიკოსებს.

ორგანიზაციის შესახებ:

** ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვა და მართვა;
** ინტეგრირებული სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი უსაფრთხო და ეფექტური მუშაობის და განვითარების უზრუნველყოფა;
** კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების, ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ინფორმაციული სისტემების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** შესაბამისი სახელმწიფო სერვისების მართვის ინტეგრირებული ციფრული სისტემების შემუშავება, დანერგვა, მხარდაჭერა და განვითარება.
** სააგენტო ავითარებს და მხარს უჭერს ფართო გამოყენების 100-მდე ციფრულ სისტემას და მოდულს, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე დასაქმების ხელშემწყობ სექტორებში სერვისების უწყვეტობას. როგორც მუდმივად ზრდაზე ორიენტირებული და მერიტოკრატიული ინსტიტუტი, მოხარულები ვართ მივიღოთ განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალები.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში)
** IT ბიზნეს ანალიტიკის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

ფუნქციები:

** IT დეპარტამენტში შემოსული მოთხოვნის / პროექტების / დავალების ანალიზი, შესაბამისი დოკუმენტაციის / აღწერილობის (მათ შორის ტექნიკური და დიაგრამების) მომზადება ან/და რეკომენდაციის მიწოდება;
** ბიზნეს სტრუქტურებთან მუდმივი კომუნიკაცია, დავალების განხილვა და რეკომენდაციების გაწევა ორგანიზაციაში დადგენილის საკომუნიკაციო არხების მიხედვით;
** ბიზნეს სტრუქტურებთან შეხვედრების ინიცირება, დასწრება და შეხვედრაზე გავლილი დეტალების (მათ შორის დასმული IT დავალების დეტალების ან ზოგადი კონცეფციის) განხილვა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება ან/და არსებულ დავალებაში ცვლილებების შეტანა;
** შემუშავებული ან/და გაანალიზებული დავალების შეთანხმება და დადასტურება შესაბამის მხარესთან / მხარეებთან;
** საჭიროების ან მოთხოვნის შემთხვევაში რეპორტების მომზადება;
** დასმული IT დავალების უშუალო ხელმძღვანელთან ან/და შესაბამის დეველოპერ (ებ)თან განხილვა;
** საჭიროების შემთხვევაში ტესტირებაში ჩართვა.

შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

კონკურსის ეტაპები:

** პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;
** მეორე ეტაპი - განაცხადების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, სადაც დაგხვდება:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო;
** მრავალფეროვანი და ახალ პროექტები.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 25.07.2024.

დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@ita.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო გისურვებთ წარმატებას!

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში სსიპ ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო იტოვებს უფლებას, დაამუშაოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე