Робота для біженців з України
რეზერვაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეზერვაციის მენეჯერი
მომწოდებელი: Travel Door Georgia
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
ტურისტული კომპანია "Travel Door Georgia" აცხადებს რეზერვაციის პოზიციაზე.

"Travel Door Georgia" არის ტურისტული სააგენტო, რომელიც დაარსდა თბილისში 2017 წლის მარტში. ჩვენ ვთავაზობთ ტურისტულ მომსახურებას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გარშემო.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდული ტურების სატრანსპორტო საშუალებების და გიდების რეზერვაცია;
** გაყიდული ტურების აქტივობების რეზერვაცია;
** გაყიდული ტურების რესტორნების რეზერვაცია ;
** ინვოისების, დაზღვევების, ტურის ვაუჩერების და გადახდების წარმოება;
** რეზერვაციების ბაზის ყოველდღიური შემოწმება-განახლება;
** აეროპორტის ტრანსფერების (დახვედრა-გაცილებების) ყოველდღიური გადამოწმება-ინფორმირება-ორგანიზება;
** გიდების, მძღოლების მონაცემების შეგროვება, კონტრაქტების გაფორმება და სისტემაში შეყვანა-განახლება-რეგისტრირება;
** VIP და ლოიალური კლიენტებისთვის განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა;
** ვიზიტორების, მძღოლების და გიდებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება ტურის დეტალების, მსვლელობის და შესაძლო ცვლილებების შესახებ;
** სტუმრის მხრიდან გადახდების უზრუნველყოფა;
** მიმდინარე ტურებზე თვალყურის დევნება და ჩატებზე პასუხი;
** არსებულ ჯავშნებზე და სავარაუდო შეკვეთებზე თვალყურის დევნება და სტატუსის განახლება;
** ნებისმიერი სხვა მოვალეობის შესრულება, რომელიც შეიძლება მოითხოვოს გენერალურმა ან ოპერაციულმა მენეჯერმა;
** დაიცვას ორგანიზაციის ღირებულება კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** MS Office-ის ცოდნა აუცილებელია.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე სრული განაკვეთი და მეექვსე დღე ნახევარ განაკვეთზე.
** ანაზღაურება: 1200 ლარი ხელზე ასაღები

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ. ფოსტაზე: hr@traveldoor.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე