Робота для біженців з України
ინგლისურენოვანი მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისურენოვანი მძღოლი
მომწოდებელი: Travel Door Georgia
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
ტურისტული კომპანია "Travel Door Georgia" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი მძღოლის პოზიციაზე.

"Travel Door Georgia" არის ტურისტული სააგენტო, რომელიც დაარსდა თბილისში 2017 წლის მარტში. ჩვენ ვთავაზობთ ტურისტულ მომსახურებას ტურისტებს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გარშემო.

სამუშაო ადგილი: საქართველოს მასშტაბით.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტის (მინივენი, სედანი) მართვა
** ტურისტების გადაყვანა მარშრუტის შესაბამისად
** ტურისტების დახვედრა აეროპორტში
** ტურისტებისათვის ყველა მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** კომპანიის კუთვნილ ავტომობილზე ზრუნვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მძღოლად მუშაობის გამოცდილება
** ჯგუფებთან/ტურისტებთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** მეგობრულ და გუნდურ სამუშაო გარემოს.

პირობები:

** ხელფასი: 1000-1200 ლარი
** სამუშაო გრაფიკი: 6 დღე კვირაში

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ. ფოსტაზე: Hr@traveldoor.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე