დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი სრულ ან ნახევარ განაკვეთზე
|
მომწოდებელი:
Cenomi Retail
|
გამოქვეყნდა: 25 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
"Cenomi Retail" მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.
"Cenomi Retail" 30-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Marks & Spencer, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Sergent Major, Monsoon, Zippy, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე სრულ ან ნახევარ განაკვეთზე თბილისსა და ბათუმში.
მისამართი:
** სითი მოლი საბურთალო - პეტრე ქავთარაძის ქუჩა #1
** თბილისი მოლი - დავით აღმაშენებლის ხეივანი
** ისთ ფოინთი - ალექსანდრე თვალჭრელიძის #2
** გლდანი სითი მოლი - ომარ ხიზანიშვილის ქუჩა #27
** მერანი მოლი - შოთა რუსთაველის გამზირი #42
** Grand Mall ბათუმი - შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა #29
სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი:
** სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი (2 დღე დასვენება)
** ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 800 ლარი + ყოველთვიური ბონუსი
ნახევარი განაკვეთი:
** სამუშაო საათები: კვირაში 20 საათი
** ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 400 ლარი + ყოველთვიური ბონუსი
განსახორციელებელი საქმიანობა:
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად დასწავლა
** კომპანიის მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა
** პროდუქციის გაყიდვა და კომპანიაში დაგეგმილ აქციებში მონაწილეობის მიღება
** მაღაზიაში პროდუქციის განლაგება და მერჩენდაიზინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება, შესაძლებელია კანდიდატი იყოს სტუდენტიც
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელური და აქტიური
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** გუნდური მუშაობის უნარი
** პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** კორპორაციულ დაზღვევას
** წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: cvgeo@cenomi.com. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება თქვენთვის სასურველი სამუშაო განაკვეთისა და სამუშაო ლოკაციის მიხედვით: "გაყიდვების კონსულტანტი სრულ განაკვეთზე ან ნახევარ განაკვეთზე Grand Mall ბათუმში ან თბილისში" (მიუთითეთ სასურველი მოლი).
|
|
|
|