Робота для біженців з України
არქივის რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქივის რეგისტრატორი
მომწოდებელი: ენმედიცი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს არქივის რეგისტრატორის ვაკანსიას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** აუცილებელი მოთხოვნაა ამბულატორიული და სტაციონარიული ისტორიების აღრიცხვა-დახარისხება
** არქივის მასალების ხელმისაწვდომობის გამარტივება
** არქივის ელექტრონული ბაზის შექმნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პასუხისმგებლობა საარქივო მასალების დაცვაზე და კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებაზე
** კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვა და დაცვა
** დასახული ამოცანების ოპერატიულად და ხარისხიანად შესრულება
** წარმოქმნილ პრობლემებზე კონცენტრაცია
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ენერგიული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, წინანდლის ქ. N9 (300 არაგველების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 17:00-მდე.
ხელფასი: 600 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@enmedic.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე