Робота для біженців з України
არქიტექტორ-დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორ-დიზაინერი
მომწოდებელი: რედიქსი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
რედიქს ჯგუფი - უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მართვის კომპანია დაარსდა 2007 წელს და მას შემდეგ თავისი ქოლგის ქვეშ აერთიანებს სტუმარ-მასპინძლობის, ტურიზმის, მშენებლობის, დეველოპმენტისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებს.

ამჟამად რედიქს ჯგუფი მართავს უძრავი ქონების 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივებს, რომლებიც მოიცავს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე საექსპლუატაციო ქონებას, მშენებლობისა და განვითარების პროცესში მყოფ საკუთრებებსა და მიწის ბანკს.

კომპანია ამჟამად 500-მდე პროფესიონალ, მოტივირებულ და საერთო ღირებულებებით გაერთიანებულ გუნდის წევრს მოიცავს.

"რედიქს ჯგუფი" ეძებს გუნდის ახალ წევრს არქიტექტორ-დიზაინერის პოზიციაზე

არქიტექტორ-დიზაინერის ყოველდღიური მოვალეობები მოიცავს შემდეგს:

** პროექტირება;
** მუშა დოკუმენტაციის მომზადება;
** მასალების შერჩევა;
** მიმდინარე პროექტების ცვლილება-კორექტირება;
** გრაფიკული მასალის მომზადება ; (რენდერები, ფოტომონტაჟები...)
** სამშენებლო ობიექტის საპროექტო ზედამხედველობა;

არქიტექტორ-დიზაინერისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
** არქიტექტურული პროგრამების ცოდნა : ArchiCAD ან AutoCAD, 3D max, Adobe Photoshop;
** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა;
** შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

კომპანია თავის მხრივ გთავაზობთ:

** მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობას.
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ საკომპენსაციო პაკეტს
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს

კანდიდატების შერჩევა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

** შემოსული რეზიუმეების გადარჩევა
** შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება და მათი ნამუშევრების გაცნობა
** გასაუბრება კანდიდატებთან
** გადაწყვეტილება შერჩევის შესახებ
** შეთავაზების გაგზავნა გუნდის მომავალ წევრთან.

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზუმე და პორტფოლიო შემდეგ მისამართზე: hr@redix.ge რა უგვიანეს 2024 წლის 20 ივლისისა.

გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება არქიტექტორი-დიზაინერი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე