Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო თუთა
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
სასტუმრო "თუთა" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს დღის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სასტუმროში სტუმრების მიღება, განთავსება და გაცილება;
** სტუმრების სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით;
** ჯავშნების მიღება ტელეფონით, ელფოსტით, ასევე სასტუმროს ვებგვერდის მეშვეობით;
** ჯავშნების მართვა, პრომოუშენების გაკეთება და ფასში ცვლილების შეტანა სასტუმროს ჯავშნების სისტემაში და Booking.com-ზე და Expedia.com-ზე;
** მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია სასტუმროს ვებგვერდის და პლატფორმების მეშვეობით;
** შემოსული სატელეფონო ზარების და ელფოსტის მიღება და მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** სასტუმროს პროცედურების და სტანდარტების კარგად ცოდნა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისურ და რუსულ ენაზე გამართულად საუბრის და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

თუ გსურთ, ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: tuta.tbilisi@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე