Робота для біженців з України
პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე, თბილისში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.

კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება;
** Fit pass.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების მომზადება და მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** არსებული ნაშთის, ასორტიმენტის კონტროლი და მის გაფართოებაზე ზრუნვა;
** კლიენტებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება არსებულ ბრენდებზე;
** ყოველი კვირის ბოლოს რეპორტის მომზადება და განხილვა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;
** კონკურენტი ბრენდების ანალიზი და ფასების კონტროლი;
** მიბარებული ქონების მოვლა/პატრონობა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია დისტრიბუციაში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა მართვის მოწმობა, პირადი ავტომობილი და ქონებრივი უზრუნველყოფა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარე;
** ორგანიზებული;
** კეთილსინდისიერი;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:

** დაგიკავშირდით აღნიშნულ ნომერზე: +995 591 196 310
** გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);
** შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: https://shorturl.at/gpSY1
** მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება.

შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge

პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე