Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: გასგო მოტორსი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
"გასგო მოტორსი" საქართველოში ჩამოყალიბდა. კომპანია გამოირჩევა როგორც ქსელური ფილიალებით, ასევე დისტრიბუციის ქსელით, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საქართველოს ნებისმიერ ადგილას აწვდის პროდუქციას. მას აქვს გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები ავტონაწილების მწარმოებლებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ხოლო საქართველოში ახდენს როგორც საცალო, ასევე საბითუმო რეალიზაციას. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მიკროავტობუსების პროდუქციის სრულ ასორტიმენტს, რის მიხედვითაც საქართველოს ბაზარზე ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი კომპანია სწრაფად პროგრესირებს, დღეს-დღეობით შესაძლებელი გახდა ჩვენს მომსახურებაში ავტო ნაწილების სერვისის დამატებაც.

კომპანია აცხადებს მძღოლის (დისტრიბუტორის დამხმარე) ვაკანსიას.

მოთხოვნები:

** აუცილებელია მართვის მოწმობა B კატეგორია
** ამ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება
** დისტრიბუტორის დახმარება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** პუნქტუალურობა

ანაზღაურება: 1200 ლარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: GasgoVacancy@gmail.com და "Subject"-ში მიუთითეთ მძღოლი (დისტრიბუტორის დამხმარე). სასურველია თან დაურთოთ თქვენი ფოტო სურათი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე