Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Yves Rocher
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი "Yves Rocher Georgia - ივ როშე" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი ცვლებში
სამუშაო ადგილი თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი და მაღალ ხარისხიანი მომსახურება;
** გაყიდვების პროცესის მხარდაჭერა;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** სწორი და უშეცდომო სალარო ოპერაციების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:

** გაყიდვების პრინციპები, მერჩენდაიზინგის საფუძვლები, მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრული ასორტიმენტი, ბრენდებს შორის არსებული ხარისხობრივი უპირატესობები, მომსახურების სრული სპექტრი;
** ნაღდი ფულის შენახვა-გაცემის, აღწერა-ჩაბარების საფუძვლები;
** ანგარიშსწორების ყველა შესაძლო ფორმა, რომელიც შეიძლება გამოიყენოს მომხმარებელმა;
** უშუალო საქმიანობასთან დაკავშირებული პროცედურები, რომლებიც დადგენილია კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ.

აუცილებელი მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** უცხო ენების ცოდნა.

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე vacancy@floreal.com.ge და "subject"-ში მიუთითოთ Yves Rocher დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე