Робота для біженців з України
დაზიანების ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაზიანების ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: სილქნეტი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 07 ივლისი
ჩვენს შესახებ:

"სილქნეტი" ქვეყნის წამყვანი სატელეკომუნიკაციო ოპერატორია, რომელიც სთავაზობს ბიზნესსა და მომხმარებლებს სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო სერვისებს: მობილურ მომსახურებას, ფიქსირებულ ინტერნეტს, მაუწყებლობის ტრანზიტს და ფიქსირებულ ტელეფონიას.

ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვასთან ერთად, კომპანიისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობიანი ბიზნესის მართვა, ინკლუზიური, თანაბარი გარემოს შექმნაზე ზრუნვა და უამრავი სასარგებლო პროექტის განხორციელება განათლების, სპორტისა, კულტურის და ეკოლოგიის მიმართულებით.

"სილქნეტში" 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენ დიდი გუნდი ვართ, რომელთაც ინოვაცია და მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა გვაერთიანებს. ჩვენთან სისწრაფე, მოქნილობა და ახალი გზების ძიება გადამწყვეტია.

"სილქნეტი" - ეს არის გარემო ნოვატორი და ამბიციური ადამიანებისთვის, ვისაც კარგად ესმით თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობა დღევანდელ სამყაროში, აქვთ სურვილი ჩაერთონ და მოახდინონ გავლენა მასშტაბურ პროცესებზე.

ტექნოლოგიური პროგრესი მართავს თანამედროვე სამყაროს. ჩვენ მისი განუყოფელი ნაწილი ვართ. გახდი შენც.

შემოგვიერთდი, ერთად მეტი შეგვიძლია!

მოიწონეთ https://www.facebook.com/silknet

ს.ს. " სილქნეტი" აცხადებს დაზიანების ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის ვაკანსიას.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ:
http://jobs.silknet.com/jobs-war/welcome.do?page=vacancyDetail&id=11582&utm_source=jobs.ge&utm_medium=vacancy&utm_campaign=dazianebis_teqnikuri_mkhardacheris_specialisti

შეგიძლიათ ერთჯერადად გაიაროთ რეგისტრაცია და შექმნათ თქვენი ელექტრონული პროფილი. ამის შემდეგ, თქვენ შეძლებთ სასურველ ვაკანსიაზე გააკეთოთ განაცხადი და დაარეგისტრიროთ თქვენი რეზიუმე (CV).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე