Робота для біженців з України
საიტზე პროდუქციის განმთავსებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საიტზე პროდუქციის განმთავსებელი
მომწოდებელი: გრანდ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Grand Electronics აცხადებს ვაკანსიას საიტზე პროდუქციის განმთავსებლის (ვებ ადმინისტრატორის) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ვებ-გვერდის ყოველდღიური მონიტორინგი;
** კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქციის ფასების მონიტორინგი;
** კომპანიის ვებ-გვერდზე პროდუქციის განახლება;
** ინტერნეტ მაღაზიაში განთავსებული ფასების კონტროლი;
** კომპანიის ვებ-გვერდზე პროდუქციის ატვირთვა;
** ინტერნეტ საიტზე მარაგებისა და შესყიდვების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel)

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გარემოსა და გუნდს, სადაც შეძლებთ მუდმივ განვითარებასა და პიროვნულ რეალიზაციას;
** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-მისამართზე: hr@grandel.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას შპს "გრანდ ელექტრონიქსი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით და საქართველოს კანონით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. შპს "გრანდ ელექტრონიქს"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

შპს "გრანდ ელექტრონიქსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე