Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი - სავაჭრო ცენტრი პიქსელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: მანდარინა
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
ბაზარზე wegroup-ი საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულების და აქსესუარების მაღაზიების ქსელით MANDARINA და REDBERRY. კომპანია თავისი არსებობის განმავლობაში მუდმივად ფართოვდება და აძლიერებს ახალ მიმართულებებს.

MANDARINA -ს მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებულ კანდიდატებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

მისამართი: ქ.თბილისი ი.ჭავჭავაძის 34 (სავაჭრო ცენტრი პიქსელი)
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი, კვირაში 6 დღე, ცვლებში (6 საათიანი ცვლები), ერთი დღე 12 საათიანი ცვლა, კვირაში 1 დასვენების დღე.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** კონკურენტული ანაზღაურება;
** სამედიცინო დაზღვევა;
** კორპორატიული ფასდაკლება MANDARINA და REDBERRY-ის პროდუქციაზე;
** საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათით უზრუნველყოფა;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** სტაბილური სამსახური;
** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა.

ფუნქციები და მოვალეობები:

** პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა;
** პროდუქტის ეფექტურად პრეზენტაციის უნარი;
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქციასთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** მომხმარებლის მოსმენა და მისი საჭიროებების იდენტიფიცირება;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის კონტროლი;
** სალარო პროცედურების დაცვა;
** პროდუქციის განლაგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ ჩვევები:

** სასურველია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/411JsLA ან გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV ელ.ფოსტაზე ana@wegroup.ge

კომპანიის მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ CV გადმოგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოხატავთ თანხმობას იმის შესახებ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე