Робота для біженців з України
სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
სს სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** კლიენტისთვის სამედიცინო მომსახურებების ორგანიზება და პროცესის სრულად მხარდაჭერა;
** სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული გარე სატელეფონო ზარების მიღება;
** კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდება ზარის შინაარსიდან გამომდინარე;
** კლიენტისთვის ვიზიტის დაგეგმვა პერსონალურ ექიმთან ან შესაბამის სპეციალისტთან და შესაბამისი მიმართვის გაცემა დაზღვევის კონტრაქტის პირობების დაცვით;
** გადაუდებელ შემთხვევებში კლიენტის გადამისამართება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში საჭიროებისამებრ და პროცესის მართვა შემთხვევის დასრულებამდე;
** კლიენტებთან გარე გამავალი ზარების განხორციელება;
** კლიენტთა მომსახურება კომპანიის სხვა საკომუნიკაციო არხების (მაგ. FB ჩათი) მეშვეობით;
** კომპანიის სადაზღვევო პროგრამასთან მუშაობა ინფორმაციის მოძიებისა და აღრიცხვის მიზნით;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება ან სტუდენტი (მედიცინა, სტომატოლოგია, ჯანდაცვა, ფარმაცია და სხვა მომიჯნავე სპეციალობები);
** ქართული და ინგლისური/რუსული ენების ფლობა (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზეპირი კომუნიკაციის უნარი);
** სამედიცინო ან/და სადაზღვევო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge. გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 11 ივლისი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე