Робота для біженців з України
სავაჭრო ცენტრის მიმღები ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავაჭრო ცენტრის მიმღები ოპერატორი
მომწოდებელი: აი ჯი დეველოფმენტი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
შპს "აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია", რომლის საკუთრებაშია ქ. თბილისში მდებარე სითი მოლის ორი სავაჭრო ცენტრი და ბიზნეს ცენტრი "სითი თაუერი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო ცენტრის მიმღები ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: სითი მოლი საბურთალო / სითი მოლი გლდანი
სამუშო განაკვეთი: დღეგამოშვებით

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ცენტრში შემოსული მომხმარებლების დახმარება და მათთვის ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის ინფორმირება სავაჭრო ცენტრში არსებული/განთავსებული ბრენდების, მათ შორის მაღაზიების, სტენდების, კუნძულების, აფთიაქის, ბანკების, სალონის, სპორტდარბაზის, კინოს, ჰიპერმარკეტის/მარკეტის შესახებ;
** დეტალური ინფორმაციის ცოდნა სავაჭრო ცენტრში ფუნქციონირებადი სასაჩუქრე ბარათების, მათი პირობების (მათ შორის აქტივაცია, გამოყენება, გასაჩუქრების წესი და აშ.) შესახებ;
** მომხმარებლებისთვის დახმარება სასაჩუქრე ბარათის გააქტიურებასა და თანხის ჩარიცხვაში;
** სატელეფონო ზარების მიღება და შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
** საინფორმაციო სივრცის უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ცენტრის დაცვის სამსახურისთვის მყისიერი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლის მიერ დაკარგული ნივთის შესახებ, მათ შორის, მომხმარებლის/მესამე პირის მიერ ნაპოვნი ნივთის მოფრთხილება და აღნიშნულ ნივთთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება დაცვის სამსახურის უფროსისთვის;
** საჭიროების შემთხვევაში პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა

დამატებითი უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** შრომისმოყვარეობა
** პუნქტუალობა
** დისციპლინირებულობა
** ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: hr@igdevelopment.ge

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე