Робота для біженців з України
ტურ-მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტურ-მენეჯერი
მომწოდებელი: GASA
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
"ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი" - GASA აცხადებს ვაკანსიას ტურ-მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი ავიახაზების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia და Fly Arna.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტურისტული პროდუქტის შედგენა/რეზერვაცია/რეალიზაცია;
** მომხმარებლების მომსახურება;
** რეპორტინგის წარმოება;
** ინვოისების წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ტურიზმის ან/და გაყიდვების სფეროში;
** აუცილებელია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word; Excel; PowerPoint; Outlook).

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00-18:00)
** სამუშაო ადგილი: ქუჩიშვილის ქ. N 11

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@GASA.GE გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე