Робота для біженців з України
უმცროსი IT ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი IT ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
კომპანია "ევროპროდუქტი", ქართულ ბაზარზე, 20 წლის წინ გამოჩნდა. თავიდან, მხოლოდ სადისტრიბუციო კომპანია იყო და ადგილობრივ მაღაზიებს, თუ ქსელებს ევროპული პროდუქციით ამარაგებდა. დროთა განმავლობაში, მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების განსაკუთრებული ნდობა მოიპოვა და ბევრი მათგანისგან ექსკლუზიური იმპორტის უფლება მიიღო.

2014 წელს "ევროპროდუქტმა" თბილისში პირველი სუპერმარკეტი გახსნა. დღეს კი, ის საქართველოს დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში 37 ფილიალითაა წარმოდგენილი. ბრენდის მაღაზიებში წამყვანი ევროპული ბრენდების 2000-მდე სახეობის პროდუქტია ხელმისაწვდომი.

"ევროპროდუქტი" ზრდას უწყვეტად განაგრძობს - გეგმავს არა მხოლოდ ქსელის გაფართოებას, არამედ ქართველი მომხმარებლისთვის პრემიუმ ხარისხისა და ჯანსაღი ევროპული პროდუქტების ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას. მისი საბოლოო მიზანი კი, საქართველოში კვების სტანდარტის შექმნაში თავისი წვლილის შეტანაა.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.europroduct.ge

ამჟამად, შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი IT ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავჭალა;
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით);
ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი და არსებული მომხმარებლებისათვის კომპიუტერული ტექნიკის, სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამებისა და ელ-სერვისის მიწოდება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** სამომხმარებლო ქსელისთვის კაბელების გაყვანა-მონტაჟი, გაყვანილი კაბელის დოკუმენტირება და ქსელურ გამანაწილებლებთან მიერთება;
** პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია, მართვა და დიაგნოსტიკა;
** სამომხმარებლო პროგრამებში წარმოქმნილი პრობლემების გაანალიზება და გადაჭრა;
** სათავო ოფისში არსებული კომპიუტერული ტექნიკის, პერიფერიების, ქსელის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** კომპანიაში არსებული ტექნიკის კონტროლი/მონიტორინგი, ტექნიკის განახლების უზრუნველყოფა, გაცემა/მიღება, ნაშთების კონტროლი;
** კომპანიაში არსებული პრინტერების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** აპექსის მომხმარებლების მართვა/კონტროლი/უფლებების გაწერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მინიმუმ ექვსთვიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;
** ოპერაციული სისტემების ცოდნა (MS Windows Server);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), ინსტალაცია და მართვა;
** კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა, დიაგნოსტიკა და მომსახურება;
** ქსელის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
** ტერმინალების და სალარო აპარატების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პრინტერების ცოდნა (ლაზერული, თერმული) ინსტალაცია, კონფიგურირება და დიაგნოსტიკა;
** აპექსის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** დეტალზე ორიენტირებულობა;
** გამართული კომუნიკაციის უნარი.

სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე საკუთარი მსუბუქი ავტომობილი, კომპანია უზრუნველყოფს საწვავით

კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@europroduct.ge. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა "უმცროსი IT ადმინისტრატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე