Робота для біженців з України
ადგილობრივი და საერთაშორისო ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადგილობრივი და საერთაშორისო ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ბიოდიზელი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 22 ივნისი / ბოლო ვადა: 22 ივლისი
ჰოლდინგი "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი და საერთაშორისო ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1500 ლარი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** სრული ლოჯისტიკური ციკლის - იმპორტისა და ექსპორტის პროცედურების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, მართვა (ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო - სახმელეთო/საზღვაო);
** სატრანსპორტო გადაზიდვებისა და ტვირთის განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება (შეგროვება) და წარდგენა შესაბამის ორგანოებში;
** საბაჟო პროცედურების გავლა/კონტროლი;
** იმპორტირებული ტვირთების მიღება, განბაჟება, გაფორმება;
** ადგილობრივ და საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიებთან ლოჯისტიკური მარშრუტების შედგენა, პროცესების კოორდინაცია;
** ექსპორტის და იმპორტის რეჟიმში (ადგილობრივი და საერთაშორისო) ტვირთების სტატუსების და გადაზიდვის ვადების მონიტორინგი;
** ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტის გაგზავნა მენეჯმენტთან;
** დოკუმენტაციის არქივის წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სალაპარაკო და წერითი);
** ადგილობრივ და საერთაშორისო ლოჯისტიკის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დატვირთულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა; კომუნიკაბელურობა;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@biodiesel.ge გთხოვთ, სათაურის ველში - subject, მიუთითოთ პოზიცია. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი შემდგომ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე