Робота для біженців з України
ინტერნეტ მაღაზიის პროდუქციის განმთავსებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინტერნეტ მაღაზიის პროდუქციის განმთავსებელი
მომწოდებელი: Mag.ge
გამოქვეყნდა: 22 ივნისი / ბოლო ვადა: 22 ივლისი
შპს "უნივერსალური მაღაზია" - ონლაინ მაღაზია "Mag.ge" ეძებს საიტის მოდერატორს, რომელიც ვებგვერდზე პროდუქციის განთავსებას უზრუნველყოფს.

ჩვენი ონლაინ მაღაზია მომხმარებლებს სთავაზობს, სახლიდან გაუსვლელად, კომფორტულ გარემოში, შეარჩიოს მათთვის სასურველი ნივთი, ისარგებლოს საუკეთესო შეთავაზებით, ონლაინ განვადებით და უფასო ადგილზე მიტანის სერვისით.

ჩვენ ვეძებთ საიტის მოდერატორს, რომელიც განათავსებს პროდუქციის აღწერას და სურათებს ჩვენს ვებგვერდზე: https://mag.ge

საიტის მოდერატორი

** სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი;
** სახლიდან - დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა;
** საქმეს ადგილზე შეგასწავლით.

ძირითადი მოვალეობები:

** საიტზე პროდუქციის აღწერის და სურათების განთავსება ინსტრუქციის მიხედვით;
** პროდუქციის განთავსების მინიმალური ზღვარი 50 პროდუქტი თვეში;
** რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული: მართლწერა;
** ინგლისური ენის ცოდნა, მცირე ზომის ტექსტების გამართულად თარგმნის დონეზე;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.

ანაზღაურება გამომუშავებით - საშუალოდ თვეში 150 - 200 ლარი

საიტი სადაც უნდა აიტვირთოს პროდუქცია: https://mag.ge

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@mag.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე