Робота для біженців з України
აკადემიური უნარების თერაპევტი და ქცევითი თერაპევტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აკადემიური უნარების თერაპევტი და ქცევითი თერაპევტი
მომწოდებელი: StepUp
გამოქვეყნდა: 22 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
1. "სთეფ აფ" აცხადებს ვაკანსიას აკადემიური უნარების თერაპევტის პოზიციაზე აკადემიური უნარების განვითარების პროგრამაში. (1 ვაკანსია)

ადგილმდებარეობა: რუსთავი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის დიპლომი ფსიქოლოგიაში;
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ბავშვის კოგნიტიური და აკადემიური უნარების ცოდნა;
** ბავშვებთან თერაპიული მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის გამოცდილება;
** ბავშვთან და ოჯახთან კომუნიკაციის ეფექტური უნარები;
** ტრენინგ კურსები ბავშვის განვითარების მიმართულებით.

2. ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი "სთეფ აფ" აცხადებს ვაკანსიას ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა - რუსთავი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის დიპლომი ფსიქოლოგიაში;
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

აუცილებელი მოთხოვნები:

** ქცევის გამოყენებითი ანალიზის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა.

სამუშაოს აღწერა: ბავშვთან ინდივიდუალური თერაპიული სესიის ჩატარება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info1.stepup@gmail.com. განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 15 ივლისი.

გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე ვერ იქნება განხილული.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე