Робота для біженців з України
სასტუმროს დიასახლისი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს დიასახლისი
მომწოდებელი: Tourinvest Group
გამოქვეყნდა: 22 ივნისი / ბოლო ვადა: 22 ივლისი
"Tourinvest Group" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს დიასახლისის პოზიციაზე.

"Tourinvest Group" 2008 წლიდან ოპერირებს და მისი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 200 მილიონ $ -ს შეადგენს. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტორია საქართველოში და კომპანიის ოპერირების მიმართულებებს წარმოადგენს მშენებლობა, უძრავი ქონების გაყიდვები, უძრავი ქონების მართვა, სასტუმრო მომსახურების მენეჯმენტი, რესტორნების მართვა, ტურისტული ატრაქციონის ოპერირება, სათამაშო ბიზნესის მართვა, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობები. "ტურინვესტ მენეჯმენტ გრუპის" პროექტების ფარგლებში დაახლოებით 600-მდე ადამიანია დასაქმებული. ჩვენ გუნდი ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი, ენერგიული და ნიჭიერი კადრების დასაქმებაზე. პერსონალის განვითარებასა და მაღალი დონის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე. გუნდი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას მოახდინოთ საკუთარი პოტენციალის სრული რეალიზება გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს შიდა და გარე ტერიტორიის დასუფთავება, საერთო სივრცეების, კორიდორების, კიბეების დასუფთავება;
** ლობის და ლიფტების დასუფთავება;
** სველი წერტილების დასუფთავება;
** სართულებზე არსებული ნაგვის შეგროვება და ნაგვის ურნაში გადაყრა;
** სანაგვე ბუნკერების დასუფთავება;
** ქიმწმენდის აპარატით ავეჯის წმენდა;
** ფანჯრების და შუშების წმენდა;
** დამლაგებლების ტროლების შევსება შესაბამისი ნივთებით და ინვენტარით;
** თანამშრომლების კვების სივრცის დასუფთავება და ჭურჭლის გარეცხვა;
** გასაყიდი აპარტამენტების და შოურუმების მოწესრიგება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ.№40/ქ. ბათუმი დუმბაძის ქ.№2
** სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
** ვაკანსიის რაოდენობა: ერთი

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშო გრაფიკს;
** კვებით უზრუნველყოფას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: LINK: HR.GE განაცხადის ფორმა ან დაგვიკავშირდით +995 595436009

გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სასტუმროს დიასახლისი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "Tourinvest Group" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე