Робота для біженців з України
სამეურნეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 22 ივნისი / ბოლო ვადა: 22 ივლისი
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე თბილისში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.

კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ბენეფიტები:

** უფასო კვება;
** Fit pass;
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ტრენინგები;
** თანამშრომლის ფასდაკლება.

ფუნქცია- მოვალეობები:

** ჰიპერმარკეტების, საწყობების და სხვა შენობა-ნაგებობების მოვლა პატრონობა, კაპიტალური შეკეთების, მშენებლობა რემონტის და სხვა სამუშაოების დაგეგმვა, საქმეთა წარმოება, ზედამხედველობა;
** შემუშავებული პროექტების, რენდერებისა და ტექნიკური ნახაზების, პროექტების, სამშენებლო სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება, მათი გათვალისწინებით მშენებლობა, რემონტის წარმოება, სავაჭრო სივრცეში სასაწყობო ინვენტარისა თუ დეკორაციების მოწყობის ორგანიზება;
** წინარე სამუშაოების გეგმარება ბიუჯეტირება, სატენდერო წინადადების მომზადება;
** შენობა-ნაგებობების მოვლა პატრონობის, მშენებლობა, რემონტის განსახორციელებლად მასალებისა ან/და მომსახურების შესყიდვისთვის აუცილებელი მონაცემების შეკრება და შესყიდვის პროცესის ორგანიზება;
** დაგეგმილ სამუშაოთა წარმოებისთვის შემსრულებლების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება;
** სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და მიმდინარე დანახარჯებთან შედარება;
** მასალებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა-ანგარიშსწორების უზრუნველყოფა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია ერთი უცხო ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ლოგიკური აზროვნების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).

პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე