Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: თურსა
გამოქვეყნდა: 22 ივნისი / ბოლო ვადა: 22 ივლისი
კომპანია "თურსა" ეძებს კომპანიის კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის 13ბ;
სამუშაო გრაფიკი: სრული

მოვალეობები:

** პროდუქტების საფუძვლიანად შესწავლა, ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით გაყიდვების სტრატეგიის განსაზღვრა და კოორდინირება;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება, არსებული მომსახურების/სერვისის შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** კომპანიის პარტნიორებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული, ნდობაზე დაფუძნებული ბიზნეს ურთიერთობების დამყარება და წარმართვა;
** კორპორატიული კლიენტებისათვის კომერციული პირობების შემუშავება და მოლაპარაკებების წარმოება;
** ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება, მომხმარებელთა ბაზის გაფართოება და მომხმარებლებთან ძლიერი ურთიერთობების დამყარება;
** დაინტერესებულ კომპანიებთან შეხვედრების ორგანიზება;
** გაყიდვების ეფექტურობის მონიტორინგი, ბაზრის ტენდენციების ანალიზი და გაუმჯობესების ან ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** გაყიდვების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენა, ხელმძღვანელობისათვის წარდგენა და მათ აღმოფხვრაზე მუშაობა;
** არსებული და პოტენციური კლიენტების მონაცემთა ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება;
** სავაჭრო ობიექტებში მარკეტინგული აქტივობების განხორციელება;
** ერთად წლიური სავაჭრო მარკეტინგული აქტივობების განსაზღვრა და განხორციელების უზრუნველყოფა;
** კომპანიისა და მისი ბრენდების ცნობადობის ზრდასა და პოზიტიური იმიჯის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** სავაჭრო მარკეტინგული ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ყოველდღიური შედეგების წარმოება/სამუშაო პროცესის დაგეგმვა.
** მარკეტინგული კამპანიების შემუშავება და განხორციელება, კომპანიის მარკეტინგულ საქმიანობაში ჩართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება; (ლოგისტიკის სფერო);
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის რაციონალურად განაწილების უნარი;
** სამუშაო პროცესის დამოუკიდებელი დაგეგმვა და ორგანიზება;
** ინოვატორული მიდგომები;
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: tursahr@gmail.com და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე