Робота для біженців з України
ავტოკარის მძღოლი - ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოკარის მძღოლი
მომწოდებელი: ქართული წვენი
გამოქვეყნდა: 22 ივნისი / ბოლო ვადა: 22 ივლისი
კომპანია "ქართული წვენი" აცხადებს ვაკანსიას ავტოკარის (მტვირთავის) მძღოლის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ნატახტარი
სამუშაო განაკვეთი: პირველი ცვლა: 09:00 საათიდან 18:00-მდე, მეორე ცვლა: 18:00 საათიდან 03:00-მდე
ხელფასი: გამოსაცდელ ვადაში 1200 ლარი (ხელზე ასაღები), გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ: 1300-დან 1500 ლარამდე (ხელზე ასაღები)

ფუნქცია-მოვალეობები:

** საჭიროებისამებრ თვითმცლელი მანქანით (პაგრუშიკით) მუშაობა;
** ავტოკარის მართვა;
** ავტოკარის მეშვეობით პროდუქციის უსაფრთხოდ გადაადგილება;
** ავტოკარის მოვლა-მოფრთხილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B, C კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ავტომტვირთავზე მუშაობის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** მოწესრიგებულობა, პუნქტუალობა.

კომპანია გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ელფოსტაზე: d.maghlakelidze@gjc.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ავტოკარის დამტვირთველი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე