Робота для біженців з України
ბუღალტრის თანაშემწე - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: ჯეოსთილი
გამოქვეყნდა: 22 ივნისი / ბოლო ვადა: 22 ივლისი
სამრეწველო კომპანია შპს "ჯეოსთილი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

გასაუბრებაზე შეუძლიათ მოვიდნენ ასევე დამწყებ კანდიდატებს (გამოცდილების გარეშე).

სამუშაო საათები (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 10:00-16:00)
მდებარეობა: რუსთავი

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის ან ფინანსების განხრით (სასურველია);
** კომპიუტერული პროგრამების საწყისების ცოდნა: ; MS Office; Excel, Internet;
** მწარმოებელი კომპანიის პრაქტიკული ბუღალტრული აღრიცხვის შესწავლის სურვილი
** საგადასახადო აღრიცხვისა და დეკლარაციების შესწავლის სურვილი
** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა

მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
** შესყიდვის-ხარჯების დოკუმენტაციის გატარება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება და დამუშავება შესაბამისი წესით;
** გაყიდვის ოპერაციების აღრიცხვა, საბანკო გადარიცხვები;
** შემოსავლების სამსახურში წარსადგენი დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** ბუღალტრის/გადასახადების მენეჯერის სხვა მითითებების შესრულება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, რომლებსაც სურთ ისწავლონ და გაიზარდონ წარმოების ინდუსტრიაში და მიიღონ გამოცდილება IFRS ბუღალტრული აღრიცხვისა და გადასახადებში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV თანდართული შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@geosteel.com.ge (გთხოვთ, Subject Line-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.) ან მობრძანდეთ მითითებულ მისამართზე: რუსთავი, დავით გარეჯი #36.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე