Робота для біженців з України
ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: Domino`s Pizza
გამოქვეყნდა: 22 ივნისი / ბოლო ვადა: 22 ივლისი
"დომინო`ს პიცა" (Domino`s Pizza) საერთაშორისო ამერიკული პიცის სარესტორნო ქსელია, რომელიც დაარსდა 1960 წელს და დღემდე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას. საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია 2015 წლიდან და აერთიანებს შვიდ ფილიალს.

ვაკანტური პოზიცია - ბუღალტერ-ოპერატორი

ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი. ვაკის რაიონი
სამუშაო გრაფიკი : 10:00 - 18:00 ; ორშბათი-პარასკევი
ანაზღაურება: 3 თვე - 1000 ლარი (3 თვის შემდგომ - ანაზღაურების ზრდა)

ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
** შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა;
** გაყიდვების/შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარებების აქტების, შესყიდვების აქტების და სხვა. შენახვა/დაარქივება;
** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება;
** სალაროს ნაშთების კონტროლი.
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (1C, BDO Balance);
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word).

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პრიორიტეტების განსაზღვრისა და სწორი განაწილების უნარი;
** ემპათია;
** მაღალი პასუხისმგებლობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი.

დამატებითი ბენეფიტები:

** ყოველწლიურად ზრდადი ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფასდაკლება სპორტულ დარბაზებში;
** გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** ფინანსური და პოზიციური განვითარების პერსპექტივა.

გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: natia.matcharashvili@dominospizza.ge. წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერ-ოპერატორი".

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის ან/და განიხილოს სხვა პოზიციაზე შემდგომი 1 (წლის) წლის განმავლობაში. პერსონალური მონაცემების თანხმობის გამოხმობასთან დაკავშირებით მოგვწერეთ აღნიშნულ ელ-ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე