Робота для біженців з України
ვიდეომონიტორინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეომონიტორინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ორიგინალი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 22 ივნისი / ბოლო ვადა: 22 ივლისი
"ორიგინალი ჯგუფი" ქართული კომპანიაა 20 წლიანი ისტორიით, რომელიც აერთიანებს როგორც რესტორნების ქსელს "ჩემო კარგოს" სამ ფილიალს, ასევე კრაფტ ლუდი "ლუდო"-ს ნაირსახეობებს ქართულ სამზარეულოსთან ერთად.

"ჩემო კარგო" მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს, როგორც დელივერის მომსახურებას, ასევე ბანკეტებისა და ფურშეტების სერვისს.

გაგვიცანი უკეთ: https://www.chemokargo.ge/aboutUs

კომპანია "ორიგინალი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეომონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 25
გრაფიკი: სრული

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს და კონკურენტულ ანაზღაურებას; განვითარების შესაძლებლობას;
** კორპორატიულ დაზღვევას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტების ვიდეო-კამერების მონიტორინგი;
** ვიდეო კამერების ჩანაწერების კონტროლი და ანალიზი;
** გამოვლენილი დარღვევების შესახებ რეპორტების მომზადება;
** ქსელის ობიექტებში მომსახურების პროცესის კონტროლი;
** დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დროული რეაგირება და ფიქსაცია/დაარქივება;
** კომპანიის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულებების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: hr@originali.ge და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ორიგინალი ჯგუფმა"დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის
დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე