Робота для біженців з України
ინსტალატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინსტალატორი
მომწოდებელი: ახალი ქსელები
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / ბოლო ვადა: 21 ივლისი
შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ოპტიკური სააბონენტო ქსელის ინსტალაცია;
** ყოველდღიურად შეასრულოს მის სამოქმედო უბანში შემოსული ყველა დადგმა, დაზიანება-აღდგენა დადგენილ ვადებში;
** აბონენტის სახაზო ნაწილის მონტაჟი;
** კომპიუტერში მოდემისათვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ტექნიკური განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ნებისმიერი პროფილით);
** სასურველია მართვის მოწმობა B კატეგორია.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება:

** ანაზღაურება: 900 ლარი+ბონუსი;
** საკუთარი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში დამატებით - იჯარა 700 ლარი.

დამატებითი ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** FitPass;
** კორპორატიული ნომერი.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ახალი ქსელები" - ს მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ak.ge ან დაგვიკავშირდით +995 577396749

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე