Робота для біженців з України
მოლარე - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: მულტი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / ბოლო ვადა: 21 ივლისი
"ბიბლუსი ჯგუფის" შვილობილი კომპანია შპს "მულტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე ბათუმში.

"მულტი" არის პირველი მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.

მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მზარდ საბონუსე სისტემას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელმისამართზე: vacancy@multimarket.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მოლარე ბათუმში"

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე