Робота для біженців з України
დაცვის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: სასტუმრო ქარვასლა
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / ბოლო ვადა: 21 ივლისი
სასტუმრო "ქარვასლა" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

სასტუმრო მდებარეობს ძველ თბილისში და აერთიანებს 48 ინდივიდუალურ ოთახს, რესტორანს. ბარს საკონფერენციო სივრცეს, სატრენაჟორო დარბაზსა და მასაჟის ოთახს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: მცოცავი
ანაზღაურება: 800 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს ტერიტორიის შიდა და გარე ტერიტორიის მუდმივი მონიტორინგი;
** უზრუნველყოს სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვა;
** საჭიროებისამებრ ვიდეო კამერების მონიტორინგი;
** ნებისმიერი სახის კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება;
** საჭიროებისამებრ სტუმრებისთვის დახმარებისა და მომსახურების გაწევა;
** ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიების დაგეგმვა სტუმართა/თანამშრომელთა დაცვისათვის;
** სახანძრო და საევაკუაციო გასასვლელების ყოველდღიური დღიური მონიტორინგი;
** სასტუმროში არსებული ყველა წესის დაცვა;
** საჭიროებისამებრ სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტთან თანამშრომლობა;
** ინციდენტებისა და უბედური შემთხვევების სტატისტიკის წარმოება და კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელისთვის ანგარიშგების წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური/რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კვებითა უზრუნველყოფას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე: hr@qarvaslahotel.com; სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

სასტუმრო "ქარვასლა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე