Робота для біженців з України
მძღოლი - მცხეთა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: ფაბრიკა 1900
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / ბოლო ვადა: 21 ივლისი
"ფაბრიკა 1900" გოფრირებული მუყაოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში.შესაფუთ მასალას, რომელსაც კომპანია ქმნის არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერტიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.

"ფაბრიკა 1900" ეძებს გუნდის ახალ წევრს მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია თბილისიდან და გორიდან)
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** დამკვეთებისთვის პროდუქციის დროული და ხარისხიანი მიწოდება;
** გადასაზიდი პროდუქციის ვიზუალური დათვალიერებით შეფასება და მითვლა, ასევე მომხმარებლისთვის ჩაბარება;
** მანქანის ძარაზე საქონლის სწორად დალაგება-განაწილება;
** ავტო-მანქანის მოწესრიგებულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობის B-C კატეგორია;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ტრანსპორტირება.

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@fabrica1900.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მძღოლი
რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "ფაბრიკა 1900"-მა დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.
"ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე