Робота для біженців з України
უფროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: Financial Chain Corporation
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / ბოლო ვადა: 21 ივლისი
საერთაშორისო საბუღალტრო კომპანია "Financial Chain Corporation" (https://ge.f-chain.com/) 2002 წლიდან აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ბაზარზე და უზრუნველყოფს საბუღალტრო, იურიდიული, პერსონალის მართვის და აუთსტაფინგის მომსახურებას.
კომპანია "Financial Chain Corporation" ვაკანსიას აცხადებს უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი/პირობები:

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ჟიული შარტავას ქუჩა #41
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 2700 ლარი
სამუშაო გრაფიკი: ნორმირებული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00 სთ)

ძირითადი მოთხოვნები:

** 2-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება უფროსი/მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;
** ქართული საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა და შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა;
** საოფისე და ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა FINA);
** რუსულის და ინგლისურის მინიმუმ სალაპარაკო დონეზე ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტებთან კონტაქტი;
** ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მონიტორინგი;
** საბუღალტრო საქმიანობისა და ბუღალტერიის 3 თანამშრომელზე დავალებული სამუშაოს კონტროლი;
** ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგებების წარდგენის მონიტორინგი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში.
** სხვადასხვა საგადასახადო საკითხებზე კონსულტაცია;
** შესაძლო საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება, აღმოფხვრა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.georgia@f-chain.com გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უფროსი ბუღალტერი".
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს "ფაინენშლ ჩეინ კორპორეიშნ"-ის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის არსებულ, ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. მონაცემები ინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე