Робота для біженців з України
აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯორჯიან ქარდი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
სს "ჯორჯიან ქარდი" აცხადებს ვაკანსიას აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

მიმართულება: აპლიკაციების მხარდაჭერის სამსახური

სისტემების მონიტორინგი, IT ინციდენტების მართვა, სერვისული მოთხოვნების შესრულება, სისტემური ხარვეზის ან გაუმართაობის შემთხვევაში ინციდენტის სწორად იდენტიფიცირების უზრუნველყოფა და მენეჯმენტის ინფორმირება.

ძირითადი ფუნქციები:

** რეალური გარემოს სისტემების, სერვისების, აპლიკაციების, ბანკომატების და ბაზის დატვირთულობის 24/7 რეჟიმში მონიტორინგი და მხარდაჭერა;
** IT ინციდენტების მართვის პროცედურის დაცვა;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის IT ინციდენტებისა და სერვისული მოთხოვნების მართვის მოდულის (ITSM) მონიტორინგი;
** შემოსული IT ინციდენტების ანალიზი და პირველადი დიაგნოსტიკა/აღმოფხვრა, საჭიროების შემთხვევაში IT ინციდენტების ფუნქციური/იერარქიული ესკალაცია და შესაბამისი შიდა სამსახურების ინფორმირება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი, საჭიროების შემთხვევაში, სატელეფონო ზარით შემოსული ინციდენტის რეგისტრაცია და რეაგირება;
** სერვისული მოთხოვნების ანალიზი და მართვა;
** საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების მხარდაჭერის, ქსელის, ბიზნეს ჯგუფებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა და პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება სისტემური IT ინციდენტების შემთხვევაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით);
** სამუშაო გამოცდილება: მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

განრიგი: 24/7 განრიგით მომუშავე ჯგუფში, ცვლების მიხედვით, (ცვლა - 8 საათი)
ღამის და დილის ცვლას ემსახურება ავტომობილი.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** სწრაფი და ეფექტური კომუნიკაცია;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: gcjobs@gc.ge არაუგვიანეს 2024 წლის, 28 ივნისს გთხოვთ, სათაურის (`Subject") ველში მიუთითოთ ის თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე