Робота для біженців з України
ავტოპარკის უმცროსი ადმინისტრაციულ-ტექნიკური სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოპარკის უმცროსი ადმინისტრაციულ-ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: EGT Georgia
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / ბოლო ვადა: 21 ივლისი
საერთაშორისო კომპანია "EGT Georgia" აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის უმცროსი ადმინისტრაციულ-ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი,
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** სატრანსპორტო საშუალებების სათანადო / გამართულ მდგომარეობაში უზრუნველყოფა;
** აუცილებელი ტექნიკური დახმარების გაწევა მძღოლებისთვის გზაზე პრობლემების ან რაიმე სადაზღვევო შემთხვევის დროს, განსაკუთრებით ავარიის შემთხვევაში;
** ვალდებულია ინახავდეს ჩანაწერებს კომპანიის ყველა მანქანის რემონტის შესახებ და ამ ინფორმაციას აწვდიდეს უშუალო ხელმძღვანელს;
** აკონტროლებდეს სარემონტო ხარჯებს / ბიუჯეტს, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეძენას (საჭიროების შემთხვევაში) და კოორდინაციას უწევდეს ყველა ხარჯს უშუალო ხელმძღვანელთან;
** საწვავის კონტროლი;
** GPS პროგრამაში მუშაობა;
** ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება ადმინისტრაციული კუთხით.

მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B კატეგორია (მექანიკა) სავალდებულოა;
** საკანონმდებლო-მარეგულირებელი მასალების ცოდნა, რომელიც ეხება სადაზღვევო შემთხვევებს, შინაგან საქმეთა საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით;
** მსუბუქი ავტომობილების დანიშნულების და ძირითადი ტექნიკური და საოპერაციო მახასიათებლების ცოდნა;
** საოფისე ტექნიკის და საოფისე პროგრამების Microsoft Office (Word, Excel) ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელურობა და მუშაობის უნარი როგორც გუნდში, ასევე დამოუკიდებლად;
** პრობლემების გაანალიზებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
** სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career-georgia@egt.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ავტოპარკის უმცროსი სპეციალისტი".

ველით თქვენს განაცხადს და გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე