Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / ბოლო ვადა: 21 ივლისი
კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 45 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.
ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისის ფილიალებში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: 6 ან 9 საათიანი განაკვეთი.
** ანაზღაურება: 800-850 ₾ + ბონუსი (დამოკიდებულია შერჩეულ ფილიალზე).

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა სავაჭრო დარბაზში არსებული პროდუქციის ფასებზე, სახეობებზე, ვადებზე, აქციებზე და ა.შ.
** მომხმარებლის დახმარება სასურველი პროდუქტის შეძენის პროცესში.
** პროდუქციის შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა.
** წესრიგისა და სისუფთავის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება-არ მოეთხოვება (შესწავლა მოხდება ადგილზე).
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ბმულის დახმარებით: http://zgapari.ge/career/ ან გამოგვიგზავნოთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv@zgapari.ge ასევე, გასაუბრებაზე ჩასაწერად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 22 66 40.

გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე