Робота для біженців з України
დიასახლისი - თემქა, ზემო ფონიჭალა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / ბოლო ვადა: 21 ივლისი
კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 47 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.
ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე შემდეგ ფილიალებში: ზემო ფონიჭალა შავნაბადას ასახვევიდან 100 მეტრში და თემქა, რომელაშვილის 17.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დრო: სრული 08:00-16:00 და 14:00-22:00 სთ ცვლა (ზემო ფონიჭალა) ან ნახევარი განაკვეთი (თემქა)
** ანაზღაურება: 700 ₾ (სრულ განაკვეთზე) + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტში სისუფთავის დაცვა (იგულისხმება სავაჭრო ფართის და სველი წერტილების დასუფთავება (გარდა თაროების და მაცივრებისა))

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/
ან, დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 22 66 40. ასევე შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv@zgapari.ge

გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე