Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი - წყალტუბო
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: სასტუმრო
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / ბოლო ვადა: 21 ივლისი
სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე ქ. წყალტუბოში.

ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00-მდე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტერიის გუნდის მართვა;
** ბუღალტრული საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი;
** თვის, წლის დახურვის ოპერაციების / ნაშთების კონტროლი, მოგება ზარალის უწყისის მომზადება;
** საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვით მარეგულირებელ ორგანოებში ინფორმაციის სიზუსტის და დროული წარდგენის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა;
** საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად ანგარიშგებების მომზადება (სტატისტიკა, საპენსიო ფონდი და ა.შ.);
** SARAS ანგარიშების მომზადება და გაგზავნა III კატეგორიის კომპანიისთვის;
** კომპანიის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საგადასახადო რისკების შეფასება;
** სხვა მოვალეობების შესრულება რაც დაკავშირებულია მთავარი ბუღალტრის საქმიანობასთან.

მოთხოვნა კვალიფიკაციაზე და განათლებაზე:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ ფინანსების მიმართულებით;
** ფინანსურ და ბუღალტრულ საქმიანობაში მუშაობის არა ნაკლებ 5 წლიანი გამოცდილება; სასურველია გამოცდილება წარმოების ბუღალტერიის მიმართულებით;
** საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ფასს სტანდარტების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების / FINA-ს ცოდნა.

ენები: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

სასურველია კადრი იყოს ადგილობრივი ან ცხოვრობდეს მიმდებარე რაიონში

თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელფოსტაზე: p.khatunahr@gmail.com. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე