Робота для біженців з України
ჭურჭლის მრეცხავი - ყაზბეგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: რუმს
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
"ROOMS"-ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

"ROOMS Kazbegi" აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოს ინვენტარის აღრიცხვა (ტაფა, თეფში, ჭიქა, ფინჯანი და სხვა.)
** ინსტრუქციების დაცვა (სანაგვე ყუთის დაცლა, ჭიქების რეცხვა და ა.შ.).
** ყველა სარეცხი საშუალებისა და მათი გამოყენების წესების შესახებ ინფორმაციის ფლობა;
** სარეცხი მოწყობილობების სწორად გამოყენება;
** სარეცხი საშუალების საჭირო რაოდენობის კონტროლი;
** სამუშაო ადგილას, სისუფთავის დაცვა;
** ყველა მასალის საღ მდგომარეობაში შენახვა სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად.

დამატებითი მოთხოვნები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დამატებითი სარგებელი:

** პროფესიული განვითარება;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** საცხოვრებელი;
** დაზღვევა;
** კვება;
** სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 აგვისტომდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment.kazbegi@roomshotels.com

სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე