Робота для біженців з України
გაყიდვების/ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების/ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ბიომარკეტი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / ბოლო ვადა: 21 ივლისი
ეძებ სამსახურს, სადაც

** საშუალოდ 2000 ლარის გამომუშავებას შეძლებ?
** 9-საათიანი მოქნილი გრაფიკით? სხვა საქმიანობისთვისაც რომ დაგრჩეს დრო
** სტაჟირების შემდეგ გექნება დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა?

მაშინ ჩვენ შენთვის საუკეთესო შემოთავაზება გვაქვს გაყიდვების/ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია "ბიომარკეტი" გთავაზობთ:

** მაღალ ანაზღაურებას: საშუალოდ 2000 ლარი (ფიქსირებული + ბონუსი)
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს: მუშაობთ 9-საათიანი გრაფიკით თქვენთვის მოსახერხებელ დროს 5 დღე კვირაში (დასვენების დღეები შეთანხმებით)
** პროფესიონალურ ტრენინგ-კურსებს: ჩვენ თავად შეგასწავლით ყველაფერს, რაც დაგჭირდება ეფექტური მუშაობისთვის, თანაც სრულიად უფასოდ
** მხარდაჭერასა და განვითარებას: ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ მიზნების მიღწევაში და კარიერული წინსვლის პროცესში
** ზრუნვას ჩვენს თანამშრომლებზე: კომპანიაში დასაქმებით გექნება FirPass-ით სარგებლობის შესაძლებლობა

პ.ს. ჩვენთან არ მოგიწევს მთელი სამუშაოს ადგილზე (ოფისში) შესრულება. შეგიძლია იმუშაო დისტანციურად, ისიამოვნო მოქნილობითა და თავისუფლებით, რასაც უზრუნველყოფს ჩვენი კომპანია.

ჩვენ გეძებთ შენ, თუ:

** გაინტერესებს გაყიდვების სფერო;
** გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია;
** გაქვს მომხმარებლის დარწმუნების უნარი;
** ორიენტირებული ხარ შედეგებზე;
** ხარ დისციპლინირებული.

ძირითადი შესასრულებელი ამოცანებია:

** სატელეფონო კომუნიკაცია დაინტერესებულ მომხმარებელთან;
** პროდუქციის პრეზენტაცია;
** უკვე დაინტერესებული მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;
** გარიგების დადება და შეკვეთის CRM პროგრამაში გაფორმება.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და გახადე შენი ანაზღაურება უფრო და უფრო მზარდი უკვე დღეიდან! გამოგვიგზავნე CV მითითებულ მეილზე: biomarket23@gmail.com, subject-ში აუცილებლად მიუთითე გაყიდვების/ქოლ-ცენტრის ოპერატორი! გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე