Робота для біженців з України
ცენტრალური საწყობის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცენტრალური საწყობის დამხმარე
მომწოდებელი: Wendy`s Georgia
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
ამერიკული რესტორანი "Wendy`s" აცხადებს ვაკანსიას ცენტრალური საწყობის დამხმარის პოზიციაზე თბილისში.

სხვა ვაკანსიების სანახავად გადადით ლინკზე: https://wendys.ge/job-openings/

ლოკაცია: თბილისი, ორხევი, ჩანტლაძის #25
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშ-პარს 09:00-18:00 სთ-ები

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში არსებული პროდუქციის დალაგება სტანდარტების შესაბამისად;
** პროდუქციის და ინვენტარის გადაადგილება, დატვირთვა ან გადმოტვირთვა;
** საწყობში არსებული პროდუქციის აგროვება და მომზადება რესტორნებში გასაგზავნად;
** მომწოდებლებისგან ან მიმღები ოპერატორებისგან მიღებული პროდუქციის დასაწყობება;
** სამუშაო პროცესში პრობლემების არსებობის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება.

ძირითადი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებაზე მნიშვნელოვან ფასდაკლებას;
** Fitpass

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 06 45 45 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე career@wendys.ge.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება Wendy`s Georgia-ს მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: career@wendys.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე