დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
შარა ქონსთრაქშენ გრუპ
|
გამოქვეყნდა: 20 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივლისი
|
შპს "შარა ქონსთრაქშენ გრუპ" (LLC Shara Group) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი ამოცანები:
** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა/ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
** ინვოისების, ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების მომზადება დადგენილი წესის შესაბამისად;
** პირველადი დოკუმენტების აღრიცხვა შესაბამის ბაზაში/პროგრამაში;
** შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება, კონტროლი და სისწორის უზრუნველყოფა;
** საჭირო ბუღალტრული გატარებების შესრულება/უზრუნველყოფა/კონტროლი;
** შემოსავლების და ხარჯების ოპერაციების კონტროლი;
** გადარიცხვების წარმოება;
** შედარების აქტების დამზადება;
** დავალიანების მართვა;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე კომპეტენციის ფარგლებში ბუღალტერიის სამსახურში არსებული სხვა დავალებებისა და ამოცანების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამისი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა და მასთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel-თან მუშაობის გამოცდილება)
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა - ORIS - ის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარე, დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** პუნქტუალური პიროვნება პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #42
** ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში 1500 ლარი (NET). გამოსაცდელი ვადის შემდგომ მოხდება ანაზღაურების გადახედვა.
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ak.ge
დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|