Робота для біженців з України
საქმეთა მწარმოებელი - აბასთუმანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საქმეთა მწარმოებელი
მომწოდებელი: ჯეუ გრუპი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
"ჯეუ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მწარმოებლის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ:

საგზაო სამშენებლო კომპანია "ჯეუ გრუპი" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 100 მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი.

დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, საგზაო სამშენებლო მასალების წარმოების და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს. თანამედროვე საწარმოო ხაზები და სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სამშენებლო სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი "ჯეუ გრუპის" სავიზიტო ბარათია.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ
** ადგილმდებარეობა: აბასთუმანი

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის განსახორციელებლად საჭირო მასალების ვიზუალური დათვალიერება და პროექტის მენეჯერისათვის/საიტ მენეჯერისთვის აღწერილობის მიწოდება;
** პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობა მისი პროფილის შესაბამისად;
** შეთანხმებული გეგმის მიხედვით უბანზე სამუშაოების დაწყება, დავალებების განაწილება ობიექტებზე, მობილური ჯგუფების მუშაობის განრიგების შედგენა და კომუნიკაცია ჩართულ პირებთან;
** სამუშაოების დადგენილი სამშენებლო სტანდარტებით და უსაფრთხოების ნორმების დაცვა, დაკვირვება და გადახრებზე რეაგირება;
** მასზე მიმაგრებული რესურსების (მანქანა მექანიზმები, მასალები, მუშა პერსონალი) ეფექტური განაწილება და მართვა;
** პროექტისთვის გამოყოფილი მასალების, შრომითი და სხვა რესურსების რაციონალურად ხარჯვის უზრუნველყოფა;
** პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირება და ხელმძღვანელი პირების საქმის კურსში ჩაყენება, რეაგირების წინადადებების შეთავაზება და მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით მოქმედება;
** სამუშაო დღის დასრულების შემდეგ შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური რეპორტის მომზადება და ტექნიკური განყოფილებისთვის მიწოდება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სამშენებლო/საგზაო სფეროში
** სამშენებლო/საინჟინრო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება
** საოფისე პროგრამების Word და Excel სამუშაო დონეზე ცოდნა
** სფეროს მარეგულირებელი აქტების და სტანდარტების ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორატიულ ნომერს, ულიმიტო სასაუბრო დროით
** კორპორატიული ფასდაკლების ბარათებს
** საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა
** უფასო კვება
** სწავლის დაფინანსებას
** მეგობრულ და გამოწვევებით სავსე სამუშაო გარემოს.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა არის 2024 წლის 15 ივლისი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@jeugroup.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე