Робота для біженців з України
დეტალების საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დეტალების საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას დეტალების საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო პროცესის სწორად წარმართვა;
** იზრუნოს საქონლის შენახვა-დასაწყობებაზე;
** იზრუნოს საწყობის სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე და დროულად გაატაროს საჭირო ცვლილებები;
** აკონტროლოს თანამშრომლების მიერ სანიტარული ნორმების და წესრიგის დაცვა. საწყობის ტერიტორიის დალაგება და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** გააკონტროლოს კომპანიაში არსებული შრომის უსაფრთხოების ნომრების დაცვა;
** აღწერების დაგეგმვა და რეპორტის მომზადება.
** აკონტროლოს საწყობის ტერიტორიაზე მანქანების მოძრაობა.
** აკონტროლოს თანამშრომლების სამუშაო გრაფიკების დაცვა და საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** რამდენიმე სხვა და სხვა მიმართულების საწყობის მართვის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@alta.ge 2024 წლის 17 ივლისის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე