Робота для біженців з України
ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
IT ოპერაციების განყოფილებაში ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტს ვეძებთ

ჩვენს შესახებ:

"ტერაბანკი" უკვე 20 წელზე მეტია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი სტანდარტის საბანკო მომსახურებას სთავაზობს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდს: http://www.terabank.ge

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე
** ანაზღაურება: ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე + წლიური ბონუსი შესრულებული საქმიანობის შეფასების საფუძველზე

პოზიციის მოვალეობები:

** კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, როგორც ტექნიკური, ასევე პროგრამული მხარე.
** შიდა ქსელის მონტაჟი და რეკონსტრუქცია.
** თანამშრომლების კონსულტირება ტექნიკურ და პროგრამულ საკითხებში

პოზიციისთვის საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:

** განათლება ტექნიკური მიმართულებით
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, ვისაც აქვს ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე vacancy@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 29 ივნისი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ტერაბანკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. "ტერაბანკში" კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"ტერაბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

"ტერაბანკი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე