Робота для біженців з України
ადმინისტრაციული მენეჯერის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერის თანაშემწე
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას IT ადმინისტრაციული მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაექვსი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომლების IT ტექნიკით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით შემოსულ მოთხოვნაზე რეაგირება;
** ტექნიკის გაცემა თანამშრომელზე, არსებული მარაგიდან ან საჭიროების შემთხვევაში, შესყიდვის შეთანხმება ადმინისტრაციულ მენეჯერთან;
** ტექნიკის შეძენის, გაცემის ან/და გადაადგილების პროგრამულად ასახვა;
** RS.ge პორტალზე ინფორმაციის სისწორის გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში მომწოდებელთან დაკავშირება;
** IT პროდუქციის, ელ. წიგნების გამოწერა უცხოური საიტებიდან, საწყობში მიტანისა და სწორი აღრიცხვის კონტროლი;
** IT საწყობის მართვა - ტექნიკის მიღება, აღრიცხვა, ჩამოწერა, ტრანსფერი და ა.შ.
** კომპანიის ობიექტებზე, IT-ის ძირითადი საშუალებებისა და საწყობის ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** კორპორაციული ტელეფონების აღრიცხვა / კოორდინაცია, თანამშრომლებზე კორპორაციული სიმ ბარათების გაცემა, კორპორაციულ სისტემაში ჩართვის უზრუნველყოფა;
** კომპანიის პორტალზე ინფორმაციის ატვირთვა;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

პროფესიული უნარები/მოთხოვნები

** Microsoft Office (Word, Excel, Outlook);
** სასურველია Microsoft Navision ან რომელიმე ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება.

განათლება

** უმაღლესი განათლება

ენები:

** აუცილებელია ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა.

კომპეტენციები:

** კომპლექსური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობიანი.

დასაქმების პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass.

დამატებითი ინფორმაცია

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 17 ივლისის ჩათვლით.

განაცხადის გასაკეთებლად, საჭიროა გადახვიდეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და გააკეთოთ განაცხადი. https://career.ugt.ge/job-invite/922/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე