Робота для біженців з України
სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუპერვაიზერი
მომწოდებელი: T&R Distribution
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
შპს "თ&რ დისტრიბუშენ" აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი (კვირაში 40 სთ)
ანაზღაურება: 1800 ლ ფიქსირებულს + ბონუსი
(პროდუქტი - შოკოლადი, ჩიფსი, ენერგეტიკული სასმელი, ნატურალური წვენი, საყოფაცხოვრებო ქიმია და სხვა)

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების გუნდის მართვა და შესრულებული საქმიანობის მონიტორინგი;
** სადისტრიბუციო ქსელების ფორმირება, ოპტიმიზაცია;
** პარტნიორ ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება და მათი რაოდენობის გაზრდა;
** კომპანიის პროდუქციის ბაზარზე დამკვიდრების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** არსებული დებიტორული დავალიანების დროული და ეფექტური მართვა. (ვალების მკაცრი კონტროლი)
** მონიტორინგის დეპარტამენტის მითითებების ზედმიწევნით შესრულება მითითებულ ვადებში
შეასრულოს კომპანიის დასახული გეგმა, როგორც გაყიდვებში, ისე თანხის ამოღების კუთხით.
** გაყიდვების პროცესის მართვა და პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, გადაწყვეტა;
** გაყიდვების გეგმის შესრულების კონტროლი;
** რეალიზაციის მაჩვენებლებზე პასუხისმგებლობა;
** დისტრიბუციის მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
** ყოველდღიური ანგარიშის წარდგენა ჩატარებული სამუშაოს შესახებ;
** არსებული ასორტიმენტის ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** გაყიდვების მაჩვენებლებზე მუდმივი მუშაობა;

მოთხოვნები: სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;

ჩვენ გთავაზობთ:

** საპენსიო შენატანის დაფინანსებას;
** სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
** კომპანიის ავტომობილით სარგებლობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@trd.ge და დასახელებაში მიუთითეთ "სუპერვაიზერი".

CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ`` საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.

T&R DISTRIBUTION მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე