Робота для біженців з України
დღე-ღამის ცვლის მოლარე, ექსპერტ-შემფასებელი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დღე-ღამის ცვლის მოლარე, ექსპერტ-შემფასებელი
მომწოდებელი: გირო კრედიტი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
"გირო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას: დღე-ღამის ცვლის მოლარე, ექსპერტ-შემფასებელი

სამუშაოს ადგილმდებარეობა: გორი

სამუშაო საათები:

** თანამშრომელი 2 სრული დღე ისვენებს, 1 სრული დღე (24 საათი) მუშაობს.
** დღის შესვენება 1 საათი, ღამის შესვენება 5 საათი.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1070 ლარი (ხელზე ასაღები).

ბენეფიტები:

** ბონუსი 200-დან - 600 ლარამდე, რომელიც დაანგარიშდება: მიმდინარე პორტფელის, სესხის გაცემების და კონვერტაციების მოცულობის მიხედვით;
** სამედიცინო დაზღვევა;
** დაბადების დღის დანამატი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** ოქროს შეფასების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა (დამატებით უპირატესობად ჩაითვლება ბრილიანტის ცოდნა);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** რუსული ან ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** ოქროს შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება;
** ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
** ფულადი გზავნილების ოპერაციების წარმოება;
** ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
** მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად აღრიცხვის, დამუშავების და შენახვის უზრუნველყოფა.
** კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება;

პიროვნული უნარები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2024 წლის 15 ივლისის ჩათვლით პერიოდში გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@girocredit.ge და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება ხდება ვაკანსიის ვადის ამოწურვამდე!

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: http://www.girocredit.ge/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე