Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება - ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება - ტექნიკოსი
მომწოდებელი: Borusan CAT
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
"ბორუსან კატ" საქართველოს წარმომადგენლობა აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას:

"ახალი გენერაცია ბორუსან კატში"
ჩვენი კომპანიის შესახებ: http://www.borusancat.ge/
გსურთ უფრო მეტი გაიგოთ ჩვენს შესახებ?

ამის შესაძლებლობას გაძლევთ ჩვენი სტაჟირების პროგრამა.

მოკლედ! ახალგაზრდებს, რომლებიც აპირებენ მომავალში დასაქმდნენ: სამშენებლო ტექნიკის, ტექნიკოსის პოზიციაზე გთავაზობთ გაიაროთ ანაზღაურებადი 3-6 თვიანი სტაჟირება ჩვენს კომპანიაში, დასაქმების პერსპექტივით.

სტაჟირების პერიოდში შესაძლებლობა გექნებათ:

** ახლოდან გაეცნოთ ჩვენი კომპანიის საქმიანობას
** იმუშაოთ ჩვენი კომპანიის გამოცდილ გუნდის წევრებთან ერთად.
** გაეცნოთ ჩვენს შიდა სამუშაო პროცესებს.
** დაესწროთ კატერპილარის ოფიციალურ ტრენინგებს
** მიიღოთ ფიქსირებული ანაზღაურება.
** კომპანია უზრუნველყოფს სტაჟიორების ტრანსპორტირებასა და ლანჩს.

რაც მნიშვნელოვანია!

** სტაჟირების გავლის შემდეგ შეძლებთ მოხვდეთ ჩვენი კანდიდატების მონაცემთა ბაზაში. კომპანიაში ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟირება ჩვენს კომპანიაში.
** ვეძებთ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ახალგაზრდებს.

მოთხოვნები:

** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
** სამშენებლო ინდუსტრიის მიმართ ინტერესი.
** საბაზისო ცოდნა ტექნიკური მიმართულებით.
** სასურველია მართვის მოწმობა.
** თავისუფალი გრაფიკი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: vacancybmgcat@borusan.com

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე