Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯეუ გრუპი
გამოქვეყნდა: 17 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
საგზაო სამშენებლო კომპანია "ჯეუ გრუპი" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 100 მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი.

დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, საგზაო სამშენებლო მასალების წარმოებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს. თანამედროვე საწარმოო ხაზები და სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სამშენებლო სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი ჯეუ გრუპის სავიზიტო ბარათია.

პოზიცია: გაყიდვების მენეჯერი

სამუშაო პირობები:

** სახელფასო რეინჯი - 1500-2000 ლარი
** სამუშაო საათები- 10:00-19:00 სთ
** ადგილმდებარეობა - თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის კვლევა, მიზნობრივი ჯგუფების იდენტიფიკაცია;
** გაყიდვების ფორკასტინგი და წარმოების აღმასრულებელ დირექტორთან ერთად გაყიდვების მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმის შემუშავება;
** გეგმის დამტკიცების შემდეგ აღნიშნული გეგმის შესრულება;
** პოტენციური კლიენტების ბაზების შექმნა;
** ახალი მომხმარებლების მოზიდვა;
** პერიოდულად გაყიდვების პერფორმანსის ანალიზი;
** მომხმარებლების მოთხოვნების დამუშავება და შეთავაზების მომზადება;
** პოტენციურ მომხმარებლებთან ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და მოლაპარაკებების წარმოება;
** კლიენტებთან შეხვედრების წარმოება, პრეზენტაციების წარდგენა და შეთავაზების მომზადება;
** კვირაში ერთხელ გასაყიდი საქონლის გეგმის წარმოების აღმასრულებელი დირექტორისთვის მიწოდება;
** კონკურენტების კვლევა და წარმოების აღმასრულებელი დირექტორის ინფორმირება;
** გაყიდვების მასტიმულირებელი საპრეზენტაციო მასალებისთვის ტექსტების და პრეზენტაციების შემუშავება;
** კომპანიის და სერვისის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** უპირატესად, ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება სამშენებლო მიმართულებით.
** სასურველია, ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
** სასურველია, Microsoft Office Program-ის, განსაკუთრებით Excel სამუშაო დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** საბონუსე ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორატიულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო დროით
** კორპორატიული ფასდაკლების ბარათებს
** სწავლის დაფინანსებას
** მოქნილი სამუშაო საათები

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა არის 2024 წლის 17 ივლისი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@jeugroup.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე